logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება ჩვენ ევროპულად დავიწყეთ
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:46





ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამგებლებზე და თვითმმართველობის სისტემაზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არსებული სისტემა ახალია და ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში განვითარდება, დაიხვეწება.


„გამგებლების მასობრივი არჩევა ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა. თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება ჩვენ ევროპულად დავიწყეთ.

 

დღეს ის შედეგი არ გვაქვს, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ამ რეფორმას სჭირდება გაგრძელება, გაღრმავება და ეს არის იმის საფუძველი, რომ რეგიონში  პოლიტიკოსებიც გაიზარდნონ და საზოგადოებაც უფრო აქტიური იყოს, რომ არჩეული მერი და გამგებელი უფრო მონდომებული იყოს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გაღრმავდეს და დაიხვეწოს.

 

ძალიან რთულია საკადრო პოლიტიკა და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ჯერ მართვის ის დონე არ არის, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ეს არის სიახლე, გაიზრდებიან და მეტს ისწავლიან. ეს პროცესები უნდა განვითარდეს და უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner