logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:50




ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ, ეს არის კლასიკური მოდელი. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი შეიძლება მოსყიდვაში ჩაითვალოს.



მისი თქმით, მთაში ბიზნესის დაბალი აქტიურობაა და საჭიროა ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.



მედიასთან დაკავშირებით ეკონომიკის იქით, მე არ ვიცი, რა ხელშეწყობაა. ბეჭდვით მედიას რაღაც პრივილეგიები აქვს გადასახადებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, როცა შემოსავლებია ძალიან დაბალი. დაბალ შემოსავლებს განკარგავს ის, რომ ბიზნესის აქტიურობაა დაბალი მთაში. ბიზნესი უნდა გაიზარდოს და უნდა მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა მთის რეგიონში, რაც შეიძლება - მეფუტკრეობა, ხორცის წარმოება და ასე შემდგომ, გადამმუშავებელი ქარხნები, რაც მთვრობას გაცნობიერებული აქვს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მისი განცხადებით, მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ აუცილებელია ეკონომიკის ზრდა.



ეკონომიკის ზრდას უნდა მოყვეს სარეკლამო ბაზრის ზრდა, სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის შესაშური. ინფრასტრუქტურა შეიძლება მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მაგრამ მთავარი მოთხოვნა რაც არის, ხელშეწყობა ბიზნესის, რომ ბიზნესი აღორძინდეს და ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ. ეს არის კლასიკური მოდელი. სხვა დანარჩენი ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი შეიძლება მოსყიდვაში ჩაითვალოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner