logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის ამაღელვებელ შეგრძნებებს იწვევს
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:52



მოგესალმებით, ძვირფასო პედაგოგებო, სკოლის მოსწავლეებო, მშობლებო. განსაკუთრებით მივესალმები იმ პატარა მოქალაქეებს, რომლებიც სკოლაში წელს პირველად მიდიან", - წერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი.



ჩვენ ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. პედაგოგების ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდისთვის ფასდაუდებელია. ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავისი შვილები ღირსეულ პირობებში გაზარდოს. ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და როდის დაირეკა შენი სკოლის ბოლო ზარი. სასწავლო წლის პირველი დღე, ეს სასიამოვნო ორომტრიალი, ყოველთვის ამაღელვებელ შეგრძნებებს იწვევს.

ცოდნა თითონ, თავის-თავად სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა", - ილია ჭავჭავაძე.

მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, ულევი სიხარული და წარმატება. შორს არ არის ის დრო, როდესაც მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ღირსეულ პირობებში იცხოვრებენ.

ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!" - წერს ზაზა ხუციშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner