logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია!
- +

15 სექტემბერი. 2016. 13:53



„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ გამოვიდე და 3-4 პარტია დავასახელო, რომელსაც ხელეწიფება,  ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს პარტია „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ გააჩნია.



„ქართულ ოცნებას" დღეს არ ჰყავს ალტერნატივა. სამწუხაროდ ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეიძლება მივანდოთ ბედი და მან დაამტკიცა ამ 4 წლის განმავლობაში, რომ შეუძლია, დემოკრატიულად მართოს სახელმწიფო. ასევე ამბობენ, რომ კვირიკაშვილი არაფერი არაა - კვირიკაშვილი არის საოცრად დაბალანსებული და ნიჭიერი კაცი, რომელსაც შეუძლია, გუნდი სწორად შეარჩიოს და ქვეყანაც სწორად მართოს და არათუ დემოკრატიულად და კანონს დაექვემდებაროს, არამედ ზნეობას უყურებს ეს კაცი და ზნეობრივ დარღვევებსაც კი არ გააკეთებს. ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს, ასეთი გუნდია „ქართული ოცნება". ვისურვებდი, რომ შემდგომ არჩევნებზე, - რა თქმა უნდა, საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას და არსად არ ვაპირებ წასვლას. დიდი სურვილი მაქვს და ასეც იქნება, რომ  უფრო ნაკლებად აქტიური ვიქნები, რამეთუ აღარ დასჭირდება საზოგადოებას და თვითონ გახდება მეტად აქტიური - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ გამოვიდე და 3-4 პარტია დავასახელო, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner