ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი არის კარგად გამოსაძიებელი.
„როგორც ხდება ფირებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მოგვისმენია და გვინახავს, იწყება ძიება. შეიძლება ჩანაფიქრი იყოს ასეთი, რომ მოდი, გავავრცელოთ და შემდეგ ხელისუფლება დავადანაშაულოთო. ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელსაც კარგად სჭირდება შესწავლა და დადგენა. რაც მოვისმინე, ნიკა გვარამია ესაუბრება პაატა ბურჭულაძეს, როგორც ხელქვეითს, ვერ გეტყვით, რა ურთიერთობა აქვთ ან ასე რატომ ესაუბრება.
ზოგადად რაც შეეხება არასანქცირებულ მოსმენებს, ეს არ არის მოსაწონი. შეიძლება გარკვეული მოსმენები, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს",- განაცხადა პაპუაშვილმა.