logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სასურველი იქნება ღვინის ადგილწარმოება
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:10


 


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ღვინის ადგილწარმოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა სახეობის ყურძნის ერთმანეთში არევა და ამაზე სახელმწიფომ უკვე იზრუნა და წელსაც იზრუნებს.

 

„რეგიონალური ბრენდების აღრევა რომ არ იყოს, ამ მხრივ, თუ გახსოვთ, სომხური ყურძენი შემოჰქონდათ, უნდოდათ განზავება მუჯურაულსა და ალექსანდროულს შორის. ეს ხვანჭკარა, ყველაზე მაგარი ბრენდი გაქვთ რაჭველებს, ასეთი ბრენდი საქართველოში არ არის, როგორიც ხვანჭკარაა.

 

ეს დამოკიდებულება, რაც არის საზღვარგარეთ, როგორც ვიცი, საფრანგეთია ძალიან სერიოზული ღვინის ქვეყანა. ალბათ, ჩვენთანაც იგივე უნდა დაფუძნდეს. ქარხნის მშენებლობა რამდენად უნდა ვაიძულოთ ღვინის მწარმოებელს ან ბიზნესმენმა მოიფიქროს და აქ ააშენოს, ეს კითხვებია იძულებაზე, თორემ, რა თქმა უნდა, სწორი და ლოგიკურია, რომ ყურძნის შემოტანა არ უნდა მოხდეს და ამაზე სახელმწიფომ იზრუნა და წელსაც უნდა იზრუნოს, რომ არ მოხდეს ყურძნის  აღრევა, რათა ეს უნიკალური ბრენდები კარგად დავიცვათ. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, რომ აქვე ჩამოისხას ღვინო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner