logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უსუფაშვილის ზღაპრებზე განმარტებას აღარ გავაკეთებ
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:14





ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას, რესპუბლიკურ პარტიაზე და დავით უსუფაშვილის განცხადებებზე ისაუბრა. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, სიცრუეა უსუფაშვილის განცხადებები, თითქოს გიორგი კვირიკაშვილის აღმოჩენა პრემიერ-მინისტრად მისი დამსახურებაა.




„სიცრუეა ის, რომ რესპუბლიკული პარტია ძირითადი ძალა გამხდარიყო და უსუფაშვილი პრემიერი. აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ კვირიკაშვილი უსუფაშვილის აღმოჩენაა.

 

როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, უსუფაშვილი მისით აღფრთოვანებული იყო, რომ ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო.

 

უსუფაშვილს პრობლემები მხოლოდ ღარიბაშვილთან ჰქონდა.  ასე ვთქვათ, ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო. ღარიბაშვილი უფრო ძლიერი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, მასთან შედარებით.

 

იმით, რომ დავით უსუფაშვილი მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაზე ზრუნავდა, ირგვლივ ყველაფერს ანგრევდა. მისგან და მისი პარტიისგან ძალიან დიდი დესტრუქცია იყო.  ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მე მას შევთავაზე, დატოვებინა პარტია.  ამასთან  კოალიციაში აუტანლობა იყო. კოალიციაში მყოფი პარტიები ოპოზიციად მოევლინნენ ძირითად პარტიას „ქართულ ოცნებას" . ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა რესპუბლიკური პარტიის მიმართ.

 

უსუფაშვილთან 2015 წლიდან მოყოლებული პირადი საუბრები ბევრჯერ მქონია. ძირითადი საუბრები იყო იმაზე,რომ ამ დოზით დესტრუქცია კოალიციაში არ ყოფილიყო. უსუფაშვილს მენეჯმენტზე წარმოდგენა არ აქვს. არ იცის, როგორი აუტანლობა იყო რესპუბლიკურ პარტიაში იმ ყველაფერზე, რასაც „რესპუბლიკელები" აკეთებდნენ. როგორ წარმოუდგენია უსუფაშვილს, ქვეყნის მართვა მისთვის შემეთავაზებინა.  2015 წლამდე მხოლოდ მათი ქმედებიდან გამომდინარე კოალიციაში დაძაბულობა იყო. „რესპუბლიკელები" კარგი პარტნიორები არ იყვნენ.

 

უსუფაშვილი რომ პრემიერი გამხდარიყო, „ ქართული ოცნება" დაინგრეოდა. ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის კაცი, რომელმაც მენეჯმენტი არ იცის. მომავალში დავით უსუფაშვილის ასეთ განცხადებებზე განმარტებებს აღარ გავაკეთებ, რადგან უსუფაშვილი ცრუობს.

 

ბერძენიშვილის მხილებები დაანგრია გვარამიას და ბურჭულაძის საუბრებმა, რომელიც მე მაბრალებდა, რომ ბურჭულაძის და „გირჩის" გაერთიანება ჩემი დამსახურებაა.

 

ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში არიან, ერთმანეთში ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას, მოლაპარაკებებს, ხდება შეხვედრები. პოლიტიკოსები ახერხებენ, რომ ინფორმაციამ შეუთანხმებლად არ გაჟონოს. თუ ასეთი საუბრებით უსუფაშვილი ცდილობს, რომ ხმები მიიღოს, მე ვფიქრობ, ასეთი ქმედებებით ის ხმებს საბოლოოდ დაკარგავს. პოლიტიკურად მისი ქმედებები არაეთიკურია.

 

როდესაც  რესპუბლიკური პარტია გავაკრიტიკე, მე ამისთვის არცერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიყენებია. თუ უსუფაშვილს ჰგონია, რომ ასეთი ფორმით ამომრჩეველს მოიზიდავს, ამით ისინი საბოლოოდ განულდებიან. უსუფაშვილის   ზღაპრებზე  და ბეძენიშვილის მხილებებზე მომავალში განმარტებას აღარ გავაკეთებ", - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner