logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვოს
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:20




ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.



ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს და იგივე გრძელდებოდა 2008 წლის არჩევნებში. ხოლო 2012 წელს, თქვენ გახსოვთ, რაც ხდებოდა, მაგალითად, ხაშურსა და სხვა რაიონებში. „ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ, კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ, თუმცა საზოგადოება დღეს ბევრად კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, მათ გეგმებს ასრულება არ უწერია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



მისი თქმით, პრევენციული ზომების მიღება საჭიროა, რათა მინიმალური ძალადობაც კი გამოირიცხოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner