logo_geo
eng_logo
14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:22



14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა. ამის შესახებ ინფორმაციას „დელტა" ავრცელებს.

 

„14 სექტემბრის 18:00 საათიდან საგარეჯოს, გურჯაანის და ახმეტის რაიონებში დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა. 19:20 საათიდან ღრუბლები ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონების თავზეც გავრცელდა.  20:11 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ.

 

22:00 საათისთვის ღრუბლის მასების გავრცელება ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზეც აღინიშნა.

 

15 სექტემბრის 01:04 საათიდან ღრუბლის მასებმა ხელმეორე შემოსვლა დაიწყო ყვარელის, თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში.

 

სეტყვასაშიში ღრუბლების ეტაპობრივი გავრცელება რეგიონში 15 სეტემბრის 03:00 საათამდე გრძელდებოდა.

 

14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. 

 

დამუშავების შედეგად ღრუბლის მასები ზემოაღნიშნული რაიონების თავზე მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა", - ნათქვამია „დელტას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner