logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ინფრასტრუქტურა აუცილებელია, რომ ბიზნესი სწრაფად განვითარდეს
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:23



მამისონის უღელტეხილზე გზების მშენებლობის გამო მოსახლეობის ნაწილს აქვს შიშები რუსეთიდან მომავალი საფრთხეებიდან გამომდინარე. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა.


 

„ინფრასტრუქტურა აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფო და ბიზნესი განვითარდეს სწრაფად. ბიზნესს უნდა შეუქმნა პირობები. როდესაც ადამიანების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზეა საუბარი, ეს არ არის პირდაპირი ვალდებულება ხელისუფლებისა, რომ სამუშაო ადგილები შექმნას, მან პირობები უნდა შექმნას, რომ ბიზნესი სწრაფად განვითარდეს და ლომის წვლილი იმაში, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ხელისუფლებას მიუძღვის. ეს არის, რაც უნდა მოითხოვოთ ხელისუფლებისგან, რომ გზები სასწრაფოდ, გაზი სასწრაფოდ, რომ რაც შეიძლება იოლი იყოს ბიზნესის წარმოება საქართველოში. ამ მხრივ, გზები ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. 

 

არ იყო მამისონზე გზა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და აი, ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები. გზა საჭიროა კომუნიკაციებისთვის, გზა საჭიროა ყველანაირი ურთიერთობების გასაღრმავებლად და ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ჩვენ არ უნდა გავაღრმავოთ რუსეთთან ურთიერთობები. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ მათთან ურთიერთობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner