logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნები ეს არის ერთადერთი გზა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:31


 


ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან და მედიასთან შეხვედრზე სოციალურად დაუცველთა თემაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ წინა მმართველობის ოთხ წელს და ახალი ხელისუფლების ოთხ წელს თუ შევადარებთ, ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს.




„მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დღეს უჭირს. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რომ ნახოთ, თანხები როგორ განიკარგებოდა, დღეს მასთან შედარებით სოციალურად დაუცველებისთვის სამჯერ და ოთხჯერ არის გაზრდილი.

 

საერთოდ, ჩემი პრემიერობიდან დაწყებული, დღევანდელი მთავრობაც სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ  არის მიმართული.  „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამთავრების შემდეგ 300-400 მილიონი, მილიარდამდე ჩვენ ჯანდაცვაზე მივმართეთ. ის თანხები, რასაც წინა ხელისუფლება აგარაკების მშენებლობას ახმარდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოახმარა, შესაბამისად, სიტუაციაც ამ მიმართულებით შეიცვალა. იმის გამო, რომ ოპერაციები გაეკეთებინათ, სახლ-კარს ყიდდნენ, დღეს ეს პრობლემა აღარ არის, თუმცა, იდეალური მდგომარეობა არც დღეს არ არის.

 

დღეს ეკონომიკის კუთხით ის მდგომარეობა არ გვაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება დალხინებულად ვაცხოვროთ, მაგრამ 7-8 წელიწადში გაორმაგებული ეკონომიკით სხვა ხარისხობრივ მონაცემებს მოგვცემს.

 

არჩევნები ეს არის ერთადერთი გზა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ.  ის დამოკიდებულება, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა, უნდა შევინარჩუნოთ, გავზარდოთ ინვესტიციები.

 

პირდაპირი ინვესტიციები ყველაზე საინტერესოა ბიზნესის ასაღორძინებლად, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი მაღალი არ გვაქვს, თუ შედარებას გავაკეთებთ წინა ხელისუფლების მმართველობის და ჩვენი ხელისუფლების მმართველობას შორის,  ზრდის ტემპი სამჯერ გაიზარდა.

 

მშენებლობის ტემპი 50-70%-ით გაიზარდა. ქვეყანას ყველა მიმართულებით ზრდა აქვს უკეთესობისკენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner