logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:39




ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  ჯანდაცვაზე ზრუნვა „ქართული ოცნების" პრიორიტეტია. ივანიშვილის თქმით, მომავალ ეტაპზე პრიორიტეტი განათლება იქნება.



„ჯანდაცვა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. წარმატებულია ელემენტარული მიზნით. ყველაზე დიდი თანხა ჩვენ ჯანდაცვაში ჩავდეთ და ვფიქრობ, ამით სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ხალხის ჯანმრთელობა პრიორიტეტია.

 

ყველაფერს რესურსი და ფული სჭირდება. სერგეენკო ძალიან კარგი მინისტრია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა.

 

ჩემი პრემიერობის დროს და დღევანდელ დღესაც ხალხის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ხალხს საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეეძლოთ. ჩვენი შემდგომი პრიორიტეტი უკვე განათლება იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner