logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ბევრი არის გაკეთებული და ასევე გაკეთდება, ყველა ხარვეზი გამოსწორდება
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:43



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა თბილისის უბნებში არსებულ პრობლემებზე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ბევრი პრობლემა მოგვარდა და ამ კუთხით მუდმივი  მუშაობა მიმდინარეობს.


„რაც არის გაკეთებული, ძალიან მახარებს. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, წელიწადნახევრის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში ვიმუშავეთ. სანამ თვითმმართველობაში არჩევნები მოხდებოდა და რეფორმები განხორციელდებოდა, მანამდე ძალიან რთული იყო ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა. არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად წავიდა საქმე წინ.

თბილისის ყველა უბნის პრობლემები წააგავს ერთმანეთს. ეს შეეხება დევნილთა პრობლემებს, რომლებიც დიდუბის რაიონში ბევრი არიან. მიხარია, რომ დევნილები დიდუბეში კარგად არიან მოვლილები და ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. დაზიანებული სახლები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ პრობლემებს, თითოეული დეპუტატი მარტო ვერ მოაგვარებს, აუცილებელია, მოგვარდეს მთავარი პრინციპი, რომელიც კარგად უნდა ამოიხსნას და იმის მიხედვით ყველა უბანში მოგვარდება ეს პრობლემები. ბევრი არის გაკეთებული და ასევე გაკეთდება, ყველა ხარვეზი გამოსწორდება",- განაცხადა პაპუაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner