logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთი
- +

15 სექტემბერი. 2016. 14:48



ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ ეკონომიკა უნდა აღორძინდეს და ბიუჯეტში შევიდეს მეტი ფინანსები, რათა მოხდეს მთის რეგიონის დაფინანსება და მათ შორის ფეხბურთის აღორძინება.

 

„მთის რეგიონს სჭირდება მეტი დახმარება. ეკონომიკა უნდა აღორძინდეს ქვეყანაში, ამისთვის ეს გზაც, მამისონის უღელტეხილისკენ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სისულელეები თუ გვინდა, ეგ გზა არ იყო, მაგრამ კი მოვახერხეთ და ოკუპირებულია ამდენი ტერიტორია ჩვენი. ყველა ბიზნესმენი არის ბედნიერი, კვირიკაშვილი რომ პრემიერ-მინისტრია, იმიტომ, რომ ის ბიზნესიდან მოსულია და ყველა იცნობს მას და ყველა ბედნიერია მისი მოსვლით და ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რათა მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში და მათ რიცხვში უნდა დაფინანსდეს ფეხბურთიც. აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთიც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner