ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აღნიშნა, რომ 2011-12 წლებში პატიმარ ქალებს იმაზე მეტი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, რაც რეჟიმის მმართველობის დროს სხვა წლებში საერთოდ ჩატარებულა.
„სკრინინგ პროგრამის ფარგლებში, რომლებსაც სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი კურატორობდა, 2011-2012 წლებში პატიმარ ქალებს გაუკეთეს იმაზე ბევრად მეტი ქირურგიული ოპერაცია, რაც რეჟიმის მმართველობის სხვა წლებში საერთო ჯამში ჩატარებულა.
თუ ადრე პატიმარი ქალები ოპერაციის მოლოდინში თავიანთ საკნებში კარებზე მიწოლილები იხოცებოდნენ, სიტუაცია პოლარულად შეიცვალა 2011-2012 წლებში. ისეთი დღეებიც გვახსოვს, 10-15 ქალი ერთად გაუყვანიათ სხვადასხვა ოპერაციის გასაკეთებლად.
ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული ყველა ქალის ავადმყოფობის ისტორია, რომლებიც რეჟიმმა საოპერაციო მაგიდაზე აიყვანა", - აღნიშნა თხელიძემ.