ევროკავშირის საბჭომ სანქციები გაახანგრძლივა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის პასუხისმგებლად მიიჩნევს.
„BBC"-ის ინფორმაციით, 146 ფიზიკური და 37 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.
სანქციების სიაში მოხვდნენ რუსი ოლიგარქები, ბიზნესმენები, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები. აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი აქტივები კი გაყინულია.