logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო
- +

15 სექტემბერი. 2016. 15:53




ექს-პრემიერ  ბიძინა ივანიშვილის თქმით, მტკნარი სიცრუეა ის, რომ რესპუბლიკული პარტია  უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა კოალიციაში და უსუფაშვილი - პრემიერ-მინისტრი.


„მტკნარი სიცრუეა, აბსოლუტური სიცრუეა, რომ რესპუბლიკური პარტია უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი - პრემიერ-მინისტრი, თანაც კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა, ესეც აბსოლუტური სიცრუეა. ერთადერთი, რასაც გავიხსენებდი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, უსუფაშვილი იყო აღფრთოვანებული და ძალიან გახარებული, რომ ასეთი ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო. დავით უსუფაშვილს ჰქონდა პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა გამოუცდელი მოვიდა. უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა მიკარნახა და ასეთ ზღაპრებს ჰყვება ამხელა კაცი, საოცრებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner