logo_geo
eng_logo
30 წლის შემდეგ ბერძნის ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო
- +

12 მარტი. 2016. 18:14



კრწანისის რაიონის კიდევ ერთი დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბერძნის ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად 30 წლის შემდეგ დაიგო რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა და კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.


ძველი გზის რეაბილიტაცია 2658 კვ.მ-ზე განხორციელდა, ამასთან  გაკეთდა ტროტუარები და ბორდიური.


რაიონის ხელმძღვანელობა ბერძნის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.


ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატსა და გამგებელს მიმდებარე ტერიტორიებზე ნარგავების გაშენება და პარკინგის მოწყობა სთხოვა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner