logo_geo
eng_logo
თავისუფალი თეატრი უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლით „მექანიკური ფორთოხალი“ წარდგება
- +

15 სექტემბერი. 2016. 16:38




16-19 სექტემბერს,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თავისუფალი თეატრი  უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლით „მექანიკური ფორთოხალი" წარდგება.


საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი «Золотой Лев-2016»  ყოველწლიურად უკრაინის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკრაინაში, ქ. ლვოვში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები რუმინეთიდან, პოლონეთიდან,  საფრანგეთიდან, რუსეთიდან,  მოლდოვადან  და სხვა.


ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით, სპექტაკლი  რეჟისორმა  ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა. სპექტაკლში   მონაწილეობენ მსახიობები ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner