logo_geo
eng_logo
„მერანი“ - ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის გამარჯვებულს თამარ ტალიაშვილმა პრემია გადასცა
- +

12 მარტი. 2016. 18:24



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმ ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის „მერანი" გამარჯვებული დააჯილდოვა.


საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ლიტერატურული კონკურსი „მერანი" 2009 წლიდან თბილისის საკრებულოს, მერიისა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.


კონკურსის მიზანი, ახალგაზრდა მწერლებისა და მთარგმნელების ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და ნაშრომების და ავტორების პოპულარიზაციაა.


გამარჯვებულები 4 მთავარ და 4 წამახალისებელ  ნომინაციაში კომპეტენტურმა ჟიურიმ, პოეტის  ჯანსუღ ჩარკვიანის თავმჯდომარეობით გამოავლინა.


ნომინაციებში საუკეთესო პროზა, პოეზია, პოეტური  და  პროზაული თარგმანი გამარჯვებულებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემიები გადაეცათ.


თამარ ტალიაშვილმა ნომინაციაში „საუკეთესო პოეზია" გამარჯვებული თემურ ელიავა დააჯილდოვა, ხოლო  ნომინაციაში „საუკეთესო პროზა"- მთავარი პრიზი ახალგაზრდა მწერალმა ირაკლი შამათავამ აიღო.


ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური თარგმანი"  გამარვებულად   ნიკოლოზ შამუგია დასახელდა, ხოლო  ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული თარგმანი"  პრემია თათია მთვარელიძემ აიღო.


დღესვე, დაჯილდოვების ცერემონიაზე  კრებულის „მერანი" პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც  კონკურში მონაწილე ახალგაზრდა შემოქმედთა ნაწარმოებებია დაბეჭდილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner