logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

15 სექტემბერი. 2016. 17:18




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ ახალდაბის, რველის, ტაძრისის, #3 და #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

„მინდა, ყველა მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და კარგად სწავლა ვუსურვო. ეს დღე მინდა მივულოცო პედაგოგებსაც. ვუსურვებდი, რომ ყველა პირობა ქონდეთ საკუთარი მისიის შესასრულებლად", - მიმართა გედევან ფოფხაძემ დაბა ახალდაბის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.


 მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ახალდაბის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ჩაატარებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner