ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 30 აგვისტოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვით, სამტრედიის ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული. თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება.
დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.