logo_geo
eng_logo
ნანა თხელიძე: ციხის ექიმი ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა
- +

15 სექტემბერი. 2016. 18:22



ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას პატიმრობის დროს მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. თხელიძის თქმით, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ციხის მთავარი ექიმი მასზე ზეწოლას ახდენდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა.



„ოპერაციებისთვის გაწერილი იყო თანხები და ამ თანხის ათვისების მიზნით პატიმარ ქალებს საოპერაციოდ გზავნიდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა ოპერაცია სულაც არ სჭირდებოდათ! პირადად გადავიტანე არნახული ზეწოლა, რათა ოპერაციის გაკეთებას დავთანხმებოდი, რადგან განაჩენივით დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი. მაშინ ქალთა ციხის მთავარი ექიმი იყო ჯალათი თეა ჭინჭარაული. დაიწყო ზემოქმედება ჩემს ოჯახზე, რომ თუ დაუყოვნებლივ არ გავიკეთებდი ოპერაციას, თავს დავიღუპავდი! თავიდანვე ეჭვი შემეპარა ამ დიაგნოზში, რადგან ზურაბ ადეიშვილის მძევალი, მისი პირადი პატიმარი ვიყავი და ვივარაუდე, რომ შესაძლოა, ჩემი ლიკვიდაციაც კი ჰქონდათ განზრახული, რისთვისაც ყველაზე „უწყინარი" ფორმა საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილი იქნებოდა.

 

თავიდანვე გავჯიქდი, იმის მიუხედავად, რომ თეა ჭინჭარაული დღეში ხუთჯერ მაწერინებდა ხელს საბუთზე, რომ ოპერაციაზე უარის გამო ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ის პასუხისმგებლობას იხსნიდა. ესეც ზეწოლის ფორმა იყო! მე ხომ მაშინ არც კი ვიცოდი, რომ არანაირი სიმსივნე არ მჭირდა და უამრავი სხვა პატიმრის მსგავსად, ურცხვად მატყუებდნენ! ოპერაციას თავიდან ვირიდებდი იმის გამოც, რომ ვხედავდი, როგორ დამძიმდა იმ ქალების ჯანმრთელობა, ვინც ადმინისტრაციას ოპერაციაზე დათანხმდა!"- განუცხადა „ასავალ-დასავალს" ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნანა თხელიძემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner