logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: „ნაციონალებს“ ნათელშვილი „გამოჭერილი“ ჰყავთ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

15 სექტემბერი. 2016. 18:25



„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „რეპორტიორთან"  შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობაზე ისაუბრა. შატბერაშვილის თქმით, „ნაციონალებს" ნათელშვილი „გამოჭერილი" ჰყავთ და რაც უნდათ, იმას აკეთებინებენ.


 

„არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ ფინანსურ და პოლიტიკურ ურთიერთობას. დოკუმენტები არსებობს და ეს „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

 

როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალები" ვისთანაც თანამშრომლობენ, ყველაფერი ვიდეოკადრებზე აქვთ ასახული, მაგრამ ისინი ამას გარკვეული მიზეზების გამო არ ამზეურებენ, რადგან „ნაციონალებმა" ეს კადრები რომ აჩვენონ, მაშინ შალვა ნათელაშვილი მათ აღარ დაემორჩილება. სწორედ ამიტომ ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" „გამოჭერილი" ჰყავს და იმას აკეთებინებენ, რაც სურთ.

 

შალვა ნათელაშვილს დავალებული აქვს, ბიძინა ივანიშვილი კი არ გააკრიტიკოს, ლანძღოს. სწორედ ასეთი ბინძური გარიგებით შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს ატყუებს, თითქოს ხალხის ინტერესი ამოძრავებს.

 

მაშინ, როცა შალვა ნათელაშვილს შეეძლო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები გადაერჩინა, ჩაედინა ქველმოქმედება, ამის მაგივრად, რაც თანხები ჰქონდა, მოახმარა მტრულად განწყობილ „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა შატბერაშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner