logo_geo
eng_logo
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის რემონტი დასრულდა
- +

15 სექტემბერი. 2016. 18:33



ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 2016-2017 სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.


16 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასწავლებელს ეწვევა  და გარემონტებულ შენობას დაათვალიერებს.


2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სამუსიკო სასწავლებლის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 155 000 ლარი გამოყო;


პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა შენობის სახურავი, სხვენში გაკეთდა ცხრა საკლასო ოთახი; დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და გაკეთდა ვერანდები; შენობაში მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა; გარემონტდა საკონცერტო დარბაზი და სველი წერტილები; გამოიცვალა იატაკი;


კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ასევე, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე; კერძოდ, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, ეზოში დაიდგა ლამპიონები, სკამები, მოეწყო ფანჩატური, შეიცვალა შესასვლელი ჭიშკარი, შეილესა და შეიღება ღობეები, ზედ დამონტაჟდა მეტალოკონსტრუქციის მოაჯირები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner