logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რა დღეშია? ან რას ეწევა?
- +

15 სექტემბერი. 2016. 20:53


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს:

 

„ეს შენ გეხება - ნიკა!

 

ეს მეგისა ქარდავასა და ახალაიების, ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელის ბიჭი, ეს ყავარჯნიანი კაცების ამბრაზურა ნიკა გვარამია, თამარ ჩუგოშვილს დეგრადირებულს და სამარცხვინოს რომ უწოდებს - წარმოგიდგენიათ როგორ აღიქვამს რეალობას? რა დღეშია? ან რას ეწევა?

 

იმედს რომ არბევდა და "გირგვლიანების" მკვლელობას რომ იურიდიულ-პიარულად უპრავებდა მეგობარ მიშას - და რამდენიმე თვის წინ, ბარიკადებისა და სისხლის ღვრის შეკვეთას რომ იღებდა ოდესიდან - ეს ძარღვგაწყვეტილი არსება, მოძღვრავს დღეს ერს და ფედერალური მაშტაბის არხი აქვს ხელში ჩაგდებული, - ფაშისტური ენმ-ის უკანასკნელ ნავსაყუდელს.

 

ნიკა - ზნეობისა და სინდისის ალცჰეიმერი გჭირს შენ და შენს სამრევლოს.

 

.. გამოდი და აღიარე, რომ შენი ჩაწერილი და გავრცელებულია ბურჭულაძესთან საუბარიც, სხვა უამრავი სისაძაგლეც, რომელსაც შენი "დამოუკიდებელი" "ტელეჩიკატილო" - რუსთავი-2 ტირაჟირებს. ბოდიშის მოხდაში ხომ დატრენინგებული ხარ ისედაც. შენი რა მიდის ......"- მიმარტავს ყანდიაშვილი გვარამიას. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner