პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ლევან ვარშალომიძის მიერ გამოთქმულ ფრაზას- „ქართველი და თურქი ხალხი არის ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში", ეხმიანება.
„როგორც მახსოვს, ერდოღანის სიტყვებია: თურქეთი და აზერბაიჯანი- ორი სახელმწიფო , ერთი ხალხი. ეს ახლა ქართველებზე ამბობს იგივეს, ეტყობა რაღაც აერია ამ ვაი პოლიტიკოსს! სწორ ანალიზს, სწორ შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და რაც მთავარია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს 8 ოქტომბერს! არა ნაციზმს!
პ.ს. ისე, ქართველი ერის ეთნოგენეზის ამბავი მოიკითხოს, აქამდე თუ არაფერი სმენია, წაუკითხავს იბერიულ- კავკასიური ოჯახის შესახებ, აბორიგენობის ( ადგილობრივი წარმომავლობის, და არა საიდანმე მოსვლის) შესახებ და ა.შ."- აღნიშნავს კობახიძე.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის სიტყვებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ვარშალომიძე თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში ქართველებს და თურქებს ერთ ხალხად მოიხსენებს.
„ქართველი და თურქი ხალხი არის ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში", -განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=22538