საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი.
"როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო - უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ამასთან, ივანიშვილმა უარყო, რომ პრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილის კანდიდატურა მას დავით უსუფაშვილმა ურჩია.
„უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ახმელა კაცი, საოცრებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.