logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: სწავლა დაიწყო, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს კი არავინ სტუმრებია...
- +

15 სექტემბერი. 2016. 23:11



მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოში სწავლის დაწყების დღეს, „დედა ენის" ავტორის,  იაკობ გოგოებაშვილის სახლ- მუზეუმს არავინ სტუმრებია.


„დღეს საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს კი არავინ სტუმრებია.

 

მუზეუმის თანამშრომლებს დავპირდი, რომ განათლების და კულტურის სამინისტროებთან ერთად შევიმუშავებთ სპეციალურ პროგრამას და წლის განმავლობაში ყველა სკოლის პირველკლასელი მოინახულებს დიდი მოღვაწის სახლ-მუზეუმს.

 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საგანგებოდ იზრუნებს მომავალი თაობების პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდისთვის.

 

ვარიანი, 2016 წლის 15 სექტემბერი."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner