მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოში სწავლის დაწყების დღეს, „დედა ენის" ავტორის, იაკობ გოგოებაშვილის სახლ- მუზეუმს არავინ სტუმრებია.
„დღეს საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს კი არავინ სტუმრებია.
მუზეუმის თანამშრომლებს დავპირდი, რომ განათლების და კულტურის სამინისტროებთან ერთად შევიმუშავებთ სპეციალურ პროგრამას და წლის განმავლობაში ყველა სკოლის პირველკლასელი მოინახულებს დიდი მოღვაწის სახლ-მუზეუმს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საგანგებოდ იზრუნებს მომავალი თაობების პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდისთვის.
ვარიანი, 2016 წლის 15 სექტემბერი."