მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ნიკოლოზ ფოფხაძეს დღეს, 15 სექტემბერს, 101 წელი შეუსრულდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ ღვაწლმოსილ ვეტერანს იუბილე პირადად მიულოცეს და საჩუქართან ერთად სამსახურის სასუვენირე მედალი გადასცეს.
ნიკოლოზ ფოფხაძე არის სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი და ღვაწლმოსილი ვეტერანი, დაჯილდოვებულია 4 ორდენითა და მრავალი მედლით, ის ვეტერანული მოძრაობის აქტიური წევრია.