„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საგარეჯოელ პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„საგარეჯოელ პედაგოგებსა მოსწავლეებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ვინაიდან საარჩევნო რეჟიმია, შეგნებულად არ ვეკარები სკოლის ეზოებსა და დერეფნებს. არ მინდა, ვინმემ ეს ქმედება სპეკულაციად ჩათვალოს.
ჩემო საგარეჯოელო პედაგოგებო და მოსწავლეებო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სახით თქვენ ერთგული მეგობარი და თანამოაზრე გყავთ. ჩვენ, ერთად ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს განვახორციელებთ საგარეჯოში. წარმატებებს გისურვებთ."- აცხადებს ინაშვილი.