„ბორჯღალოსნებმა" რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 24:7 დაამარცხა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსებს სოჭში შეხვდა. საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოები თამაზ მჭედლიძემ, ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ დადეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.