logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: ზურაბ ადეიშვილს კურსზე ვიცნობდით, როგორც სპირიდონა სულანჯიას!
- +

16 სექტემბერი. 2016. 00:41



შალვა ხაჭაპურიძე:  ზურაბ ადეიშვილი ჩემი კურსელი იყო, თავს მიხედოს, მაგ უბედურმა... იმდენი არ აუდგეთ გვერდები "ნაცებს", სანამ არ მობრუნდნენ ხელისუფლებაში!


ადეიშვილს კურსზე ვიცნობდით, როგორც სპირიდონა სულანჯიას, ასე ვეძახდით. გამომივიდა ბერიას როლში, რაა!


ჩვენ ამ ევროპულმა პოლიტიკამ გვიტირა ყოფა... როდესაც მე ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდი, პირდაპირ მითხრა, ჩვენ ვიცით, სააკაშვილი ვინც არის და ისიც ვიცით, თქვენ რა დღეში ხართ, მაგრამ გვაქვს ორმაგი სტანდარტები, ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვითო. ამას გიორგი ფოფხაძე და კიდევ ორი - სამი ადამიანი ესწრებოდა. ყველაფერი იქნება თავის დროზე, ადეიშვილსაც ჩამოიყვანენ და სხვებსაც. სააკაშვილი ვისზე ლაპარაკობს? აღარ ახსოვს, როგორ სტაცეს ხელი კაკო ჩხაიძეს, როგორ წაართვეს ფული? ახლა პირველად ვამბობ, ჩხაიძე დააპატიმრა ბერდია ხვისტანმა, რომელიც სააკაშვილმა დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით, დააწინაურა და რამდენიმე თვეში გიგა ბოკერიამ დააჭერინა. ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა? მე მგონი - არა!


 მე თავის დროზე ვნახე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა და ვეღარაფერი გავიგე, ამერიკელებმა საერთოდ გამაკვირვეს: მაგალითად, მათი აზრით, 2011 წლის 26 მაისს არ მომხდარა არავითარი დარბევა, მერე დაწერეს, 26 მაისს სააკაშვილმა ჩაატარა სამხედრო ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგო. ადრე ეგონათ, რომ აქ დემოკრატია იყო, ახლა აღმოჩნდა, თურმე დიქტატურა ყოფილა და მაღალ ეშელონებში კორუფციასაც ჰქონია ადგილი.



წყარო: expressinfo.ge


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner