logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროექტს დააფინანსებს
- +

16 სექტემბერი. 2016. 01:18



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის თანადაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა.


ივანიშვილის თქმით, მას გადაცემის მსვლელობისას „თიბისი ბანკის" წარმომადგენელი დაუკავშირდა და ივანიშვილის შეთავაზებას, თანადაფინანსებასთან დაკავშირებით დათანხმდა.


დაგვიკავშირდნენთიბისი ბანკიდან". ეს პროექტი ჯდება ოთხ მილიონ-ნახევარი და მას ჩემი თანადაფინანსებაში მონაწილეობა სჭირდება, რაზეც მე საჯაროდ გიცხადებთ, რომ მივიღებ მონაწილეობას. მარტო ვერ გავაკეთებო, ასე განაცხადა და ჩვენ ერთად გავაკეთებთ. ჩემ შეთავაზებას ღებულობს და ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.


მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი სტუდენტი დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ მუზეუმის მშენებლობის სამუშაოები რომელსაც „თიბისი ბანკი" აფინანსებს, შეფერხებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner