logo_geo
eng_logo
სალომე ასათიანი გვარამიას აკრიტიკებს...
- +

16 სექტემბერი. 2016. 01:51



ჟურნალისტი სალომე ასათიანი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი მედია სტანდარტებს ანგრევს, რადგან მედიის წარმომადგენელი პოლიტიკურ ფიგურებთან სარედაქციო პოლიტიკით არ უნდა ვაჭრობდეს.



„ჟურნალისტიკის  სტუდენტების  გასაგონად  ვწერ"- სალომე ასათიანი გვარამიას კარიტიკებს.


„ჟურნალისტური ეთიკის საინტერესო სტანდარტი მოვისმინეთ  „რუსთავი 2"-ის დირექტორისგან. თურმე პოლიტიკოსთან ტელეფონით რეკვა, საქმის გარჩევა და პირობის წაყენება, ამას თუ იზამთ  აწი ჩვენც სხვანაირად გაგაშუქებთო, ყოფილა "პარტნიორული ურთიერთობა", რაც "ყველა ტელევიზიაში ხდება". ვისაც რა უნდა ის აკეთოს, მაგრამ ფრენდებში ჟურნალისტიკის სტუდენტებიც მყავს და ამ სტატუსს პირველ რიგში მათ გასაგონად ვწერ -პოლიტიკურ ფიგურებთან ასეთ ჩრდილოვან გარიგებებში შესვლა და სარედაქციო პოლიტიკით ვაჭრობა არ შეიძლება იყოს პროფესიონალური მედიის სტანდარტი. ამით ყველანაირი დისტანცია იშლება მედიას და პოლიტიკურ სპექტრს შორის და ტელევიზია მანიპულაციის იარაღი ხდება.

 

ისევ რომ გვისმენენ და ამ ისტორიაში ეს რომაა მთავარი ამბავი, ეს არ მითხრათ ახლა. ყველა გადაცემაში ამ თემაზე ველაპარაკებით პოლიტიკოსებს და ბევრის გულისწყრომაც დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა ეს უდიდესი პრობლემაა - მაგრამ ზემოთთქმულთან კავშირი არ აქვს.

 

დამატება: რადგან კომენტარებში ბევრგან იკითხეს და სხვა კედლებზეც მეხმაურებიან, ვამატებ ლინკს - ამ სტატუსში უშუალოდ ჩანაწერის შინაარსზე არაა ლაპარაკი. მხედველობაში მაქვს ეს ახსნა-განმარტება, რომელიც შემდგომში დაურთეს ლაპარაკს და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ და მისაღებ ამბად წარმოგვიდგინეს."- წერს ასათიანი.

 

 



„მე არ ვუთანხმდები ბატონ პაატას, მე მას ვაფრთხილებ და საერთოდ მგონია, რომ უკანონო მიყურადების შემდეგ გასაჯაროებული საუბრის შინაარსის განხილვა ცოტა უხერხულია, მაგრამ მე მაინც გიპასუხებთ - მე ვუთახნმებდი მას და შევუთანმდები ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ვისთანაც პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე. თავისთავად ცხადია - ეს ასე ხდება ყველა ტელევიზიაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner