logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ეს ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა!
- +

16 სექტემბერი. 2016. 03:47



„ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა, დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს", - ასე გამოეხმაურა საქრატელოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი ინტერნეტში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხლისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარის ჩანაწერის გავრცელებას.



უკანონო მოსმენებზე ჩვენ ვთქვით უარი. ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების იყო ის, რომ უკანონო მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა და მიყურადება განახორციელა? ის, რომ ამის ყველაზე დიდი რესურსი აქვს უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები.


გამოძიება მიდის, მაგრამ ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ უნდა მოვთხოვოთ, გააკეთოს განმარტებები, აქვს თუ არა მონაწილეობა ამაში.

 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ მოსმენებში დადანაშაულებას, ის თავად სპეციალისტი იყო მოსმენების და კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ. დღეს საიდან მოხვდა ტელევიზიის დირექტორად და რატომ არის იქ, არავინ კითხვას არ აძლევს. დიდი ეჭვებია, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად ამის გაკეთება. მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში მთლიანად პარტია. იქ კარგად ჩანს დამოკიდებულება - გვარამია როგორი აღშფოთებულია და ლამის ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, ასეთი რამ როგორ გაბედეთო და ის როგორ იმართლებს თავს", -განაცხადა ივანიშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner