შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახალდანიშნულ უფროსს მაიკლ მაკმაჰონს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და INL-ს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„INL-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი. INL არის ორგანიზაცია, რომელთანაც შს სამინისტრო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი უწყების განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს. მოგეხსენებათ, ამერიკის მთავრობა, INL უკვე კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას გვიწევს იმისთვის, რომ შსს-ს აკადემია რეგიონული საპიოლიციო განათლების ცენტრად გარდავქმნათ, რაც ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია",- განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა მაიკლ მაკმაჰონს წარმატებები უსურვა და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავდების სურვილი გამოთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო INL-თან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ტაქტიკური მომზადების, კიბერდანაშულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.