logo_geo
eng_logo
დღეს თბილისის ფოტოფესტივალი იაპონელი ფოტოგრაფების 11 გამოფენით გაიხსნება
- +

16 სექტემბერი. 2016. 10:54




16 სექტემბერს, 19:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზუემში, თბილისის ფოტოფესტივალი იაპონელი ფოტოგრაფების 11 გამოფენით გაიხსნება.  საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, პირველად  იქნება წარმოდგენილი ევროპის  პრესტიჟულ ფესტივალებსა და საგამოფენო პლატფორმებზე კარგად ცნობილი იაპონური ფოტოგრაფია. გამოფენილ ფოტოგრაფთა შორის არიან: არატა დოდო, აია ფუჯიოკა, მიჰო კაჯიოკა, ჰაჯიმე კიმურა, ერიკო კოგა, კაზუმა ობარა, ნაოუკი ოგინო, კოჯი ონაკა, შიეკო შირაიში, მოტოჰიდო ტაკედა, აიო იამაუჩი.



16-22 სექტემბერს, თბილისის ფოტოფესტივალზე, რომელიც წელს მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება, 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, ფოტოგამოფენების პარალელურად,  მოეწყობა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ფოტოჟურნალისტური სააგენტო „Noor"-ის წარმომადგენელი ფოტოჟურნალისტებისა და ფოტოჟურნალ „OFF THE WALL"-ის მთავარი რედაქტორის ან-ალიქს კოფიას მონაწილეობით,  პრეზენტაციები, ფოტო წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016. ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე პოლონური ფოტოგრაფიის ირგვლივ დაგეგმილი ღონისძიებების სერია გაიმართება. ფესტივალის სტუმარია 3 წამყვანი ფოტოფესტივალი პოლონეთიდან, ისევე როგორც ფოტოგრაფები და ფოტოწიგნების გამომცემლები. თურქეთის თანამედროვე ფოტოგრაფიას ფოტოფესტივალის ფარგლებში  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი FotoIstanbul წარმოადგენს.  ფესტივალის ცენტრალური  და ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე" იქნება. 17 სექტემბერს, ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ ღამის ფოტოჩვენებები მოეწყობა.  


ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის პარტნიორები  არიან თურქეთის საელჩო, პოლონეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, UNDP, UN Women,  Rooms Hotels, სადაზღვევო კომპანია „არდი".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner