logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე: ეს ძალიან კარგი სიახლე გახლავთ გურიისთვის, უამრავი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა გაჩნდა
- +

16 სექტემბერი. 2016. 10:56



სს კორპორაცია „ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს" და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის  ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.


მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, პროექტის ,,შავი ზღვის მარგალიტი" ფარგლებში, გურიის ტერიტორიაზე ურბანული და სამრეწველო დაგეგმარების/განაშენიანების პროექტირების სამუშაოების განხორცილებას, თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. კერძოდ, აგროსამრეწველო და ტურისტული კომპლექსების მშენებლობასა და განთავსებას.

 

„ერთი წელია, რაც ჩვენ კომპანიასთან „შავი ზღვის მარგალიტის" პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მათ  გურიის ტერიტორიაზე 150 000 000 აშშ დოლარის ღირებულების რამდენიმე პროექტი წარმოადგინეს და  დღეს დაემატა მესამე პროექტი, რომელიც 60 000 000 ევროს შეადგენს. ეს ძალიან კარგი სიახლე გახლავთ გურიისთვის, ვინაიდან უამრავი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა გაჩნდა",- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.


ამ მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას: აღმოუჩინოს ინტელექტუალური დახმარება კორპორაციას და გაუწიოს კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის რეგიონის შესაძლებლობების შესწავლაში რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის შედგენის მიზნით; გაუწიოს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს კორპორაციას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კერძო კომპანიებთან კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის; მოახდინოს შუამდგომლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აღნიშნული ტერიტორიების საკუთრების უფლებით გადმოცემისა და თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის თაობაზე.


კორპორაცია, თავის მხრივ, აცხადებს მზადყოფნას: იმუშაოს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების გადასაჭრელად განახორციელოს დაფინანსება 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით; საკუთარი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი მოახმაროს ამ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების მიღწევას.

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner