სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით რესპუბლიკური პარტიის წევრს დავით ბერძენიშვილს მიმართავს:
„რა გულისამრევი საქციელი და აზროვნება გაქვს, ბერძენიშვილო! მე, ბიძინა ივანიშვილის არც მეხოტბე ვარ და არც მგალობელი, მაგრამ წვეთოვანზე შერთებული თქვენი სექტა, პოლიტიკური ძალაუფლების პიედესტალზე, ბიძინა ივანიშვილის წყალობით არ მოხვდით?! ასეთი უსისხლოები რა ხართ?! ნუთუ ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ, როგორ ეზიზღებით ქართველ საზოგადოებას?! მალე გამოგიტანთ ქართველი ერი განაჩენს და მოგისვრით სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე, რომ ვერასოდეს საზოგადოების სახელით ვეღარ იყეფოთ! ისე „კუ და მორიელის" იგავი რომ წაგეკითხა, ჯობდა ფროიდის იდეებით ტვინის გამოლაყებას!" - წერს ირაკლი შიხიაშვილი.