logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გვარამიასა და ბურჭულაძის დიალოგის გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესშია
- +

16 სექტემბერი. 2016. 11:31


 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში გვარამიასა და ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს აფასებს. მისი თქმით, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში იყო.

 

„ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბევრნაირი ფიქრი აღგეძრება ადამიანს. პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, ვის წისქვილზე ასხამს ეს აუდიოჩანაწერი წყალს? ვის ინტერესშია ამ ჩანაწერის ჯერ დაფიქსირება და შემდეგ გამოქვეყნება? ხელისუფლების ინტერესში ჩანაწერის გამოქვეყნება, სადაც ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, ივანიშვილისკენ რატომ იხრებიო, მე მგონი, არ უნდა იყოს, რადგან თუკი საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ბურჭულაძე ივანიშვილისკენაა გადახრილი, მაშინ ბურჭულაძის ბლოკი არჩევნებში „ქართული ოცნების" ხმებს წაიღებს. ხოლო, თუ საზოგადოებამ დაიჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობისკენაა" ბურჭულაძე, მაშინ ის გაუყოფს ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას". აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესშია ამ დიალოგის გამოქვეყნება, რათა საზოგადოების ნაწილში გააჩინოს ეჭვი, რომ ბურჭულაძე „ოცნებისკენ" არის გადახრილი და ნაკლები ხმა წაიღოს „ნაციონალების" მომხრეებისგან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner