logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველა რეგიონი უნდა გადავაქციოთ 4-სეზონიან საკურორტო მიმართულებად
- +

16 სექტემბერი. 2016. 11:31



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „რუმსში" საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციზე, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია, სიტყვით გამოვიდა.



პრემიერის თქმით, ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა.



ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში და ტურისტებს შეეძლოთ შეფერხების გარეშე ჩასვლა ნებისმიერ რეგიონში და საქართველოს ყველა რეგიონი და რაიონი უნდა გადავაქციოთ 4-სეზონიან საკურორტო მიმართულებად. ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით, ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner