logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართული ოცნება” გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ საგარეო პოლიტიკას
- +

16 სექტემბერი. 2016. 11:36



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრები გაიმართა ჩიქოვანის, მიცკევიჩის, ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების" პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


„ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ სწორ, პრაგმატულ ნაბიჯებს. NATO-ში გაწევრიანება იყო და რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, მხოლოდ NATO-ს შესწევს უნარი, შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო რესურსებით, უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ამავე დროს, ვაგრძელებთ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება აშშ-სთან პარტნიორობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რაც უპრეცედენტო თანამშრომლობას გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის.


„ჩვენ შევძელით, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით კონფლიქტების ეფექტიანი პრევენცია მოგვეხდინა. საქართველო გააგრძელებს რაციონალურ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას მომავალშიც. გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რუსეთთან კომპრომისზე არასოდეს წავა", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner