დღეს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე შეიკრიბებიან და „ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირის მომავალზე იმსჯელებენ.
ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერები სავარაუდოდ, იმსჯელებენ ახალი თავდაცვითი კავშირის შექმნაზეც - ეს არის საფრანგეთის და გერმანიის წინადადება, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერენ მხარს.