logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: კოლეგებს ვუსურვებ გამძლეობას და ამ ძნელი პერიოდის ღირსეულ გადატანას!
- +

12 მარტი. 2016. 19:31



ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე „ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს: 


„სამწუხაროდ, მოხდა ის რაც მოხდა!

საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებაც მართებულია!

მაგრამ, სრულიად ზედმეტი და  უადგილოა ბოღმა და სხვისი შეცდომის გამო სიხარული!

უშეცდომო არავინ არის!

შეცდომის გამოსწორების შანსი ყველას უნდა ჰქონდეს! მითუმეტეს მაშინ, როცა შეცდომა აღიარებული და ბოდიშმოხდილია!

თავიდან "ინტერპრესნიუს"-ი უკეთილშობილესი ჩვენი კოლეგის, აწ გარდაცვლილი გუგა კვიტაშვილის დაარსებულია. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. ახლაც!

კოლეგებს ვუსურვებ გამძლეობას და ამ ძნელი პერიოდის ღირსეულ გადატანას.

თანაც, მუდმივ მეხსიერებას და იმის სურვილს, როცა სხვას უჭირს და "ჩაგრავენ", მაშინაც ჰქონდეთ სოლიდარობის გრძნობა და სულისკვეთება!

წარმატებები!", - წერს ნუგზარ ფოფხაძე სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner