logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო!
- +

16 სექტემბერი. 2016. 12:06



საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი. ამის შესახებ ექს-პრემიერმა რაჭაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო - უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner