logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მასშტაბით დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები, რაც ქვეყნის ხერხემალი იქნება
- +

16 სექტემბერი. 2016. 12:09



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც „ქვეყნის სივრცითი მოწყობის" პროექტის პრეზენტაცია გამართა, განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები, რომელიც ქვეყნის ხერხემალი იქნება.



პრემიერის თქმით, საქართველოს გააჩნია სრული პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად.



ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და განვითარებას თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით. საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები, ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და საცხოვრებელი ადგილისთვის, გადაადგილებისთვის. არსებული გზები, ავტობანების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორების ძირითადი დანიშნულება იქნება ამ გზების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ერთიანი ჩონჩხის შეკვრა, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს და ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს და ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner