ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ბურჭულაძისა და გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც „youtube"-ზე გავრცელდა. „რეპორტიორთან" საუბარში საყვარელიძემ განაცხადა, რომ ბურჭულაძისთვის შეიძლება ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი ხაფანგია, ამიტომ არ იცოდა, რაზე საუბრობდა გვარამია.
„ბურჭულაძემ არათუ ის არ იცის, მის ბლოკში რა ხდება, ზოგადად საქმის კურსში არ არის, ქართულ პოლიტიკაში რა ხდება. არ არის გამორიცხული, თუ „ნაციონალების" სცენარი იყო, რომ ბურჭულაძის იმიჯში ჩაქსოვილიყო, თითქოს ის ივანიშვილისკენ მიიწევს, ისინი ამ სცენარის შემსრულებლებსაც იპოვიდნენ, და ჩანაწერში ფიგურირებს კიდეც რაღაც გვარები, და იპოვიდნენ ადამიანს, რომელიც გააჟღერებდა იმ ფრაზას, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის" საჭირო იქნებოდა. ამ ტიპის გათამაშების პირობებში, რა თქმა უნდა, ბურჭულაძეს არ ეცოდინებოდა, რას უპირებდნენ და ვერ იქნებოდა საქმის კურსში, ვინ რა თქვა. მე მგონი, გვარამიას ნათქვამი ბურჭულაძისთვის მოულოდნელობა იყო, არა მარტო იმიტომ, რომ არ იცის, ბლოკის შიგნით რა ხდება, და დიდი ეჭვი მაქვს, არაფერი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება, მას არ აქვს ინფორმაცია „ნაციონალების" განზრახვებზე. ასე რომ, შეიძლება ეს იყო ბურჭულაძისთვის ხაფანგი და ამიტომ არ იყო საქმის კურსში. ამიტომ დაბრალება, რომ არ იცის, რა ხდება თავის გუნდში, არასწორია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.