logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის და პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზე
- +

16 სექტემბერი. 2016. 13:56



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, რომ სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ძირითადად დონორი ორგანიზაციების თანხებით დაფინანსდება, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი ასეთ დიდ ტვირთს ერთდროულად ვერ აიღებს.



პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით სამნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.



სივრცითი მოწყობა მოიცავს ყველაფერს. ეს არის იმის საშუალება, რომ მივიტანოთ ყველგან სისხლი და ჟანგბადი. ყველა იმ რეგიონში, რომელთანაც დღეს მიღწევა ცოტა ჭირს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.



მისი თქმით, უნდა განვითარდეს საქართველოს ისტორიული მისია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის დამაკავშირებლის.



ველაზე დიდი დრო დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს იმიტომ, რომ ყველაზე აქტუალურია ჩინეთიდან დასავლეთში და პირიქით ტვირთების გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით აღმოსავლეთ-დასავლეთზე და ამ ბოლო პერიოდში დღეს ყველაზე მკაფიოდ გაჟღერდა ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩრდილოეთ-სამხრეთზეც, ანუ რუსეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის და პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზე. რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელებთ ამ სამუშაოებს. არის მზადყოფნა ჩვენი სამხრეთელი მეგობრებისა და მეზობლებისა, რომ იქიდან ავტობანი გავიდეს რუსეთში იმიტომ, რომ ინტერესი ამ რეგიონებს შორის და ეკონომიკური ურთიერთკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner